კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

19 მარტი, 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ა.ნ.-მ წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. 
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს ი.უ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.
ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი.უ.-ს 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა.  
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, ბრალდებულ ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...

12 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...

12 ნოემბერი, 2026