კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს
26 აპრილი, 2023
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ’’ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედნენ.
შეხვედრაზე, პროკურორებმა სტუდენტებს ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის და ევროპული სასამართლოს მიდგომის შესახებ ისაუბრეს და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.
დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საინფორმაციო კამპანია - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კამპანიის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...
29 ოქტომბერი, 2026