კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფოთისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

27 აპრილი, 2023

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფოთისა და ხობის საჯაროს სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ორგანიზებული დანაშაულების სპეციფიკაზე, არსებულ კანონმდებლობაზე, აღნიშნული დანაშაულების მიმართ საქართველოს პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, დანაშაულთან ბრძოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვან როლზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა  მათთვის საინტერესო საკითხებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო კამპანია „ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება“ მიზნად ისახავს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციას.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...

29 ოქტომბერი, 2026