კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურორებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან შეხვედრები გამართეს

20 აპრილი, 2023

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მონაწილეობით, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.  

პროკურორებმა შეხვედრების მონაწილეებს, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე, პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ ქალების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. 

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას -  „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ პროკურატურის მთავარი პრინციპია. 

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს.  სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - ,,არა ფემიციდს“ პოზიტიური შეფასება მიეცა  და ყურადღება გამახვილდა ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა.  

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელ... ...

21 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მცდე... ...

21 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ, გორში არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ... ...

20 მაისი, 2025