კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე, ომის დანაშაულების თემაზე გამართულ სპეციალურ სესიაზე, პროკურორმა გიორგი მიქავამ, აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ისაუბრა
27 სექტემბერი, 2022
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში ომის დანაშაულების თემაზე გამართულ სპეციალურ სესიაზე, პროკურორმა გიორგი მიქავამ, აფხაზეთის ომთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.
გიორგი მიქავას განცხადებით, ძალიან სიმბოლურია, რომ სპეციალური სესია, რომელიც ომის დანაშაულებს ეხება, დაემთხვა ამ თარიღს.
როგორც პროკურორმა კონფერენციის მონაწილეებს განუმარტა, 1992-93 წლებში, 300 000-ზე მეტი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და გამხდარიყვნენ დევნილები, "მათ გამოსცადეს ომის სისასტიკე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურება და სხვა საშინელი დანაშაულები" - აღნიშნა გიორგი მიქავამ.
„ჩვენ გვჯერა, რომ არც ისე შორს არის დრო, როცა საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური დახმარებით, შეძლებს სამართლიანობის აღდგენას და დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ისტორიულ ნაწილს” - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს, 26 სექტემბერს გაიხსნა. კონფერენციის მეორე დღეს, სპეციალური სესიის ფარგლებში, ომის დანაშაულები და მასზე ეფექტიანი რეაგირების გზები განიხილეს. სესიაზე, მოხსენებით წარდგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაზატ შამიმ ხანი.
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.
ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ომის დანაშაულებთან დაკავშირებული თემების გარდა, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტ... ...
29 მაისი, 2025
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა... ...
27 მაისი, 2025
პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა ს... ...
27 მაისი, 2025