კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

11 აპრილი, 2022

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე  სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის  მეგობრებთან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან  სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან  რამოდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
 
აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც  მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ბ.-მ და გ.მ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ა.ბ.და გ.მ.  8 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 7 პირს წარედგინა და მათ მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ასევე, 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული... ...

28 ოქტომბერი, 2026