კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 აგვისტო, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული  დ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ვაგზლის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. თავს დაესხნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს ე.ჯ.-ს და დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით 875 ლარის ღირებულების პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 
სამართალდამცველებმა დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. 2018 წლის 7 აგვისტოს, ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით  (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ. დ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო არასრულწლოვან რ.კ.-ს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.
არასრულწლოვან რ.კ.-ს საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართვე... ...

20 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე... ...

20 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროშ... ...

20 ივნისი, 2025