კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
05 მარტი, 2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრულწლოვანი გერების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ, იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვანებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...
29 ოქტომბერი, 2026