კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15 თებერვალი, 2022

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. იუსტიციის სამინი... ...

12 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4... ...

12 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...

10 ოქტომბერი, 2026