კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ბრალდებული 14 პირი დამნაშავედ ცნო

06 დეკემბერი, 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების  კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურის“ და ,,როიალის“ მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები“ ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის 6 მოქალაქის კუთვნილ 9 340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.  

აღნიშნული ქმედებისთვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორებს, მათ შორის ხსენებული კლუბების მეპატრონეს სასჯელის სახით 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის და ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს და ხელს უშლის ეკონომიკის ამ დარგის განვითარებას. შესაბამისად, პროკურატურა მსგავს ფაქტებზე მკაცრ რეაგირებას მომავალშიც გააგრძელებს.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების... ...

30 ივნისი, 2026

news image

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს.ს.ი.პ.-ის  დაცული ტერიტორიების სააგ... ...

30 ივნისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯია“-ს დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხ... ...

30 ივნისი, 2026