კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
27 მაისი, 2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მართლსაწინააღმდეგო მიზნით წინასწარ შეკავშირებულმა პირებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდების შემთხვევაში მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების თაობაზე ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია დაამყარეს და ნდობაში შესვლის შემდეგ, დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
შემდგომში, ბრალდებულმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, უკანონოდ მოპოვებული თანხის ნაწილი, მათ მიერ კონტროლირებად უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რა გზითაც დაახლოებით 1 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს 10 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა 150 000 ლარის ოდენობით.
განაჩენით, ფიქტიური იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე დაყადაღებული 250 000 აშშ დოლარი დაუბრუნდა დაზარალებულს, ხოლო დარჩენილი თანხა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალი... ...
19 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...
19 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
19 ოქტომბერი, 2026