კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო
12 აპრილი, 2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასაბდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.
პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა).
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნ... ...
25 აპრილი, 2025