კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

28 დეკემბერი, 2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1 300 000 ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ​საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.

აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა  496 430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ავსტრიის მოქალაქეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა, მასთან დაკავშირებული პირების სახელზე ფიქტიურად გაფორმებული, 1 267 800ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოსადგომი.

 

სხვა სიახლეები

news image

გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, აგრეთვე ქონების კონფისკაციის მექანიზმების სრულყოფილად გამოყენება, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორ... ...

27 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ... ...

27 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკაში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, თუ... ...

27 ოქტომბერი, 2026