კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრალდებულს  17  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

14 მარტი, 2024

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს, საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.    

დაკავებულს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,ე’’ ,, კ’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის) წარედგინა.

გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...

29 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...

29 ოქტომბერი, 2026