კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
11 მაისი, 2023
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ლ.ნ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ლ.ნ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
დაზარალებულის მომართვის საფუძველზე,სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.
პროკურატურა განაჩენს, რომლითაც ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ბრალდების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინ... ...
31 აგვისტო, 2026
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. მაღალი საჯარო ინტერესის გათვ... ...
30 აგვისტო, 2026
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიე... ...
30 აგვისტო, 2026