კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ივნისი, 2024

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად ცდილობდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე და 19, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, გასაღების მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალი... ...

24 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და... ...

24 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლ... ...

24 ივლისი, 2026