კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

03 მაისი, 2023

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ბრალდებულმა დაზარალებული დანის ექვსჯერ დარტყმით მოკლა. 
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. 2022 წლის 18 აგვისტოს მათ რესტორანში იჩხუბეს, რა დროსაც დაზარალებულმა სახის არეში ხელი დაარტყა ბრალდებულს, რის გამოც მან შურისძიება გადაწყვიტა.
2022 წლის 19 აგვისტოს, დანით შეიარაღებული ბრალდებული მსხვერპლს სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა. რამდენიმე საათში, დაზარალებული შინ დაბრუნდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გაიქცა, თუმცა ბრალდებული დაედევნა და დანა რამდენჯერმე კვლავ დაარტყა. მიღებული 6 ჭრილობით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა.  
ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრ... ...

10 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად... ...

10 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან ს... ...

10 ნოემბერი, 2026