კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
19 მარტი, 2024
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს. სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა სამივე პირი იმავე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს 10-10 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამ... ...
04 აგვისტო, 2026
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებ... ...
04 აგვისტო, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნი... ...
03 აგვისტო, 2026