კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაუპატიურებაში  ბრალდებულს  7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

08 იანვარი, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს,  ღამის საათებში, თბილისის  ზღვის  ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე  თ.ჰ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ე.გ. 2019 წლის 27 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 


 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პ... ...

13 მაისი, 2025

news image

თბილისში „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში  “რატის ბარში” მომხდარი  მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,... ...

12 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებ... ...

08 მაისი, 2025