კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
26 მარტი, 2024
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 36,4801 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინს“ და 145,807 გრ. „მდმა“-ს, საიდანაც 0,6245 გრ. „მეტამფეტამინი“ და 1,9208 გრ. „მდმა“ მოქალაქეზე გაასაღა.
ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა) და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი ოდენობით, უკანონო... ...
23 სექტემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...
23 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა... ...
23 სექტემბერი, 2026