კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

29 სექტემბერი, 2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურების და ქველმოქმედების განხორციელების საფუძვლით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათთან დაკავშირებული პირების სახელზე.

ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით,  მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით  საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი   საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ განკარგეს.  

აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა  329 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე  მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211 465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

 

 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შ... ...

04 ოქტომბერი, 2026

news image

ადამიანის უფლებათა განათლებისა და სწავლების პროგრამის (HELP) ფარგლებში, პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ორი ახალი სასწავლო კურსი - „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“ და „სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“ - დაიწყო

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა განათლებისა და სწავლების პროგრამის (HELP) ფარგლებში, პროკურორებისთვის დ... ...

04 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიე... ...

04 ოქტომბერი, 2026