კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
17 ოქტომბერი, 2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განახორციელა. ასევე რამდენჯერმე იძალადა მასზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა(ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა(ორი ეპიზოდი)), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნი... ...
03 აგვისტო, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესა... ...
03 აგვისტო, 2026
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და გენერალური პროკურორის მოადგილეები,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მ... ...
01 აგვისტო, 2026