კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18 მაისი, 2021

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში  ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებულმა რ.გ.-მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა უკანონოდ შეაღწიეს სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში მდებარე ზ.გ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც თავს დაესხნენ სახლში მყოფ პირებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულებს ფულადი თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. თავდამსხმელები დაეუფლნენ ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს, საერთო ჯამში კი, დაზარალებულებს 1527 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.  
სამართალდამცველებმა რ.გ. რამოდენიმე დღეში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...

13 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და... ...

13 ნოემბერი, 2026