კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 36 დაზარალებულის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

26 სექტემბერი, 2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 8 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შ... ...

28 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის... ...

28 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...

28 ივლისი, 2026