კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

30 სექტემბერი, 2025

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ორ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება), ხოლო მეორეს 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პ... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ-დასავალის წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემა... ...

22 ოქტომბერი, 2026

news image

თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.... ...

22 ოქტომბერი, 2026