კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
22 სექტემბერი, 2025
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორი დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,მეტალ +“-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.
აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,მეტალ +“-ის ანგარიშზე ჯამში 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა, ხოლო ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა 680 682 ლარი შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, რითაც 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
მას ბრალდება საქართველოს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელ... ...
16 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
16 სექტემბერი, 2026
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო, სადაც კონკურსანტები სპეციალიზაციის ტესტირებას აბარებენ. მასში მონა... ...
16 სექტემბერი, 2026