კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
12 აგვისტო, 2025
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, მსჯავრდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო მსჯავრდებულის - 1 305 000 აშშ დოლარს.
შეთანხმებისამებრ, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.
ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 986.86 ბიტკოინს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, არ გადასცა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დაზარალებული ინვესტორის კუთვნილი 8 986.86 ოდენობის ბიტკოინი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორ საქმეზე - „მტკვარი ჰესის“ პროექტის განხორციელების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეუ... ...
25 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ არასრულწლოვანების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზები... ...
25 სექტემბერი, 2026
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის და აშშს ფედერალური საგამოძიებო სამსახური (FBI) ტეორიზმში ბრალდებული პირის ექსტრადირებას ეხმაურება
FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათ წლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წ... ...
25 სექტემბერი, 2026