კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

07 აპრილი, 2026

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯგუფურად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მისულმა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ბრალდებულის დაკავება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მიზნით, ერთ-ერთ პოლიციელს ცული მოუქნია და სცადა თავში ჩაერტყა მისთვის, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან დაზარალებულმა თავზე აიფარა ხელი, რის გამოც ხელის არეში ჭრილობა მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალ... ...

05 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზ... ...

04 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის და... ...

04 ნოემბერი, 2026