კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეების კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

12 მარტი, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით და სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18 648 902 ლარს დაეუფლნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კიდევ ორ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით შეუმცირდათ და საბოლოოდ ბრალდებულებს 8 წლით და 4 თვით, 6 წლით და 8 თვით და 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღ... ...

14 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. იუსტიციის სამინი... ...

12 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4... ...

12 ოქტომბერი, 2026