კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

20 ნოემბერი, 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 4 თებერვალს, ბათუმში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებელს მიღების მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ მძევლის ოჯახის წევრებს და გათავისუფლების სანაცვლოდ 2 500 000 თურქული ლირის გადაცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს დიდი ოდენობით თანხა, ოქროს ნაკეთობები და სხვა პირადი ნივთები გამოსძალეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ , „ი“ , მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი შვიდ დღეზე მეტი ხნით, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის და ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვა... ...

20 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...

20 ნოემბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გამართულ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 31-ე გენერალურ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოა... ...

20 ნოემბერი, 2026