კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

02 ივლისი, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც რამდენჯერმე განახორციელა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალებები.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გასაღება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რ... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრ... ...

04 ივლისი, 2025