კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 9 წლით და 9 თვით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

02 ივნისი, 2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

Eurojust-ი საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება

მსოფლიოს მასშტაბით, Eurojust-ისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგად, დაიხურა ვებგვერდი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022-2025... ...

11 ივნისი, 2026

news image

აშშ-ის შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონული ატაშე საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე: დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო

დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემ... ...

11 ივნისი, 2026

news image

პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელი: გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გენერალურ პროკურატურას თბილისში, ბათუმის საოლქო პროკურატურას, საქართველოს პოლიციას, ყველა ოფიცერს და თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილზე ჩატარებულ ოპერაციაში

გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გენერალურ პროკურატურას თბილისში, ბათუმის საოლქო პროკურატურას, საქართველოს პოლიციას, ყველა ოფიცერს და თანამშ... ...

11 ივნისი, 2026