კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

25 მაისი, 2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა რომ რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შენიღბული გზით შემოიტანა ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნივთიერებას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხსენებული ფეთქებადი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „არასრულწლოვანთა მართლ... ...

10 ოქტომბერი, 2026

news image

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძა... ...

10 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევ... ...

09 ოქტომბერი, 2026