კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16 ოქტომბერი, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, მისი მითითებების და დავალებების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.
ასევე, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შეამტვრია მისი საცხოვრებელი ბინის კარი და შიგნით შეაღწია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამწაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სა... ...
07 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალ... ...
05 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზ... ...
04 ნოემბერი, 2026