კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა
15 ივლისი, 2020
სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.
პროექტის ახალ ვერსიაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც გამომძიებლებს და პროკურორებს საშუალება ეძლევათ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ელექტრონულად განახორციელონ, რაც ხელს უწყობს საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიან უზრუნველყოფას.
ამას გარდა, სისხლის სამართლის სამართალწარმოების ახალი სისტემა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, უმოკლეს დროში სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდოლოგიითა და სიზუსტის მაღალი ხარისხით, ელექტრონულად დამუშავდეს მოცულობითი სტატისტიკური მონაცემები. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული პროგრამის კოორდინაციასა და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
ახალი ელექტრონული სისტემა გასული წლის 1-ლი ოქტომბრიდან ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურასა და ამავე რაიონის პოლიციის დანაყოფებში პილოტურად ამოქმედდა. აღნიშნული პროცესი პროკურატურის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერას.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ... ...
17 ივნისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქ... ...
17 ივნისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა... ...
16 ივნისი, 2025