კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურის განცხადება 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

24 ივნისი, 2015

2015 წლის 22 იანვარს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება და მოგვიანებით ქ. თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა,  მათ შორის ერთ-ერთი -  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომანქანებში მსხდომმა რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული ემზარ თაბუკაშვილი გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
შესაბამისად, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ.



 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღ... ...

14 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. იუსტიციის სამინი... ...

12 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4... ...

12 ოქტომბერი, 2026