კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

30 მარტი, 2023

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. 

გენერალურ პროკურატურაში გამართულ პრეზენტაციას, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, კომპანია "მეიქინგ საიენს სვიფტის" დამფუძნებელი ვაკო თურნავა, "მეიქინგ საიენს სვიფტის" აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი თემო მაღრაძე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და კომპანია "მეიქინგ საიენს სვიფტის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პროკურატურამ, „მეიქინგ საიენს სვიფტ“-თან თანამშრომლობით ინტრანეტი განაახლა, რომლის საშუალებითაც პროკურატურის თანამშრომლების სამუშაო პროცესი გამარტივდა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს მოერგო. 

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, კომპანია "მეიქინგს საიენს სვიფტს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

განახლებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა/პროგრამული უზრუნველყოფა - აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციონალით, რაც საჭიროა ეფექტიანი სამუშაო პროცესისთვის. განახლებული ინტრანეტი, პროკურატურის თანამშრომლებს დაეხმარება მარტივად გაავრცელონ ინფორმაცია, მოიპოვონ საჭირო დოკუმენტაცია და ერთმანეთთან სწრაფად დაამყარონ კომუნიკაცია. 

ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროკურატურა თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის და ეფექტიანი სამუშაოსთვის საჭირო თანამედროვე ციფრულ-ტექნოლოგიური სისტემის სხვადასხვა ფორმით განვითარებას სამომავლოდაც გეგმავს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევ... ...

09 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ... ...

09 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...

09 ოქტომბერი, 2026