კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

04 იანვარი, 2023

საქართველოს პროკურატურამ  ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია გამოძიება დაიწყო. 

3 იანვარს ზუგდიდში ,,მაზდა"-ს მარკის ავტომობილი,  რომელსაც მართავდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული   და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...

25 ოქტომბერი, 2026

news image

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის თაღლითობის საქმეებზე გამოძიებისა და სამართლებრივი შეფასების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით... ...

25 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...

24 ოქტომბერი, 2026