კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ზუგდიდში, ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის  მონტაჟის გზით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ორ პირს  ბრალდება წარუდგინა

31 მარტი, 2022

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში, ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის  მონტაჟის გზით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 30 მარტს, ქ. ზუგდიდში, ჯ.ქ. და ბ.თ. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ჯ.დ.-ს მკვლელობის მიზნით, მის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების - ხელყუმბარების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის დროს დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ხელყუმბარა.
ჯ.ქ.-ს და ბ.თ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება, ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან  17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...

14 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...

13 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და... ...

13 ნოემბერი, 2026