კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
19 მარტი, 2024
საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენა... ...
26 ივნისი, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფი... ...
26 ივნისი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზ... ...
26 ივნისი, 2026