კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ყალბი კოვიდ-პასპორტების და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი ცნობების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 12 პირს ბრალი წარუდგინა
26 ოქტომბერი, 2021
საქართველოს პროკურატურამ თბილისში და იმერეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე, 12 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თბილისში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისთვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი 140 ევროს სანაცვლოდ დაუმზადა, რომელშიც ყალბი მონაცემები შეიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით დაამოწმა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ბრალდებულებმა დაამზადეს ყალბი ცნობები და გადასცეს პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებუ... ...
04 აგვისტო, 2026
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამ... ...
04 აგვისტო, 2026
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებ... ...
04 აგვისტო, 2026