კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
07 ოქტომბერი, 2025
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მართლსაწინააღდეგოდ შეინახა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.
ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველო... ...
14 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე... ...
14 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენები... ...
13 ნოემბერი, 2026