კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო
18 ივნისი, 2024
საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერ თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხინებდნენ.
აღნიშნული გზით, ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
შემდგომში, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, თანხები საზღვარგარეთ მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
კიბერ თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ... ...
21 სექტემბერი, 2026
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი პირის გარდაცვალება გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებ... ...
20 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის... ...
20 სექტემბერი, 2026