კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ტერორისტული საქმიანობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
17 მაისი, 2023
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. აღნიშნულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორ... ...
29 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართვ... ...
29 ოქტომბერი, 2026