კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
08 აპრილი, 2022
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ქ.ზუგდიდში, ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის ოფისთან, გ.გ.-მ და ბ.ძ.-მ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ე.გ. -ს და ოპერატორის ზ.ა.-ს მიმართ, მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკმაყოფილება გამოხატეს, შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა გ.გ. და ბ.ძ. 8 აპრილს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის&ld... ...
03 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივ... ...
02 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალ... ...
02 ოქტომბერი, 2026