კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისა და ოპერატორებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
20 მარტი, 2022
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ოპერატორებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძებით დადგინდა, რომ 17 მარტს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნ.ჩ., შპს „დროება მედია ჯგუფის“ ოპერატორი ა.ნ. და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე გ.ც, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, იმყოფებოდნენ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობის გამო, ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა ბარში მყოფმა დ.ვ.-მ, რომელმაც შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით სამივე ჟურნალისტისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, დ.ვ.-მ სამივე ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.
დ.ვ.-მ ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო განახორციელა მათი დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ხელი შეუშალა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დ.ვ. 18 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
საქართველოს პროკურატურამ დ.ვ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ე... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...
12 ნოემბერი, 2026