კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
28 მარტი, 2025
საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, შექმნა ყალბი „ფიშერული“ ვებგვერდი „bsafest.online“, რომელსაც რეკლამირებას უწევდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით. აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი მას ავტომატურად გადაამისამართებდა ონლაინ გადახდის პლატფორმაზე და თანხა ირიცხებოდა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და დაფარვა, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.... ...
16 ივლისი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე სასამართლომ ორ ბრალდებულს 14-14 წლით, ერთს 8 წლით, 5 არასრულწლოვანს კი 10 წლით და 6 თვით, 9 წლით და 4 თვით, 6 წლით და 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფურ... ...
15 ივლისი, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციი... ...
15 ივლისი, 2026