კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
07 ივლისი, 2026
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 03 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას; უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
აღნიშნულის გამო ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა.
2026 წლის 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, ვარკეთილში, ევგენია მაისურაძის ქუჩა N45 ა-ში, N3 ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით გაგუდა ფატიმა კარიმოვა.
ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლ... ...
24 აგვისტო, 2026
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებ... ...
21 აგვისტო, 2026
პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხ... ...
20 აგვისტო, 2026