კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

03 ნოემბერი, 2021

საქართველოს პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, ბრალდებული თბილისში,  გ.ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, სალონის თანამშრომელი გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს. დაწესებულებაში მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიე... ...

17 მარტი, 2025

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ო... ...

17 მარტი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანო... ...

14 მარტი, 2025