კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
03 ნოემბერი, 2021
საქართველოს პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, ბრალდებული თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, სალონის თანამშრომელი გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს. დაწესებულებაში მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან... ...
04 ივლისი, 2025
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რ... ...
04 ივლისი, 2025
პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრ... ...
04 ივლისი, 2025